jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

"ორკინი საქართველო" გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტის პოზიციის კანდიდატურაზე.

"ორკინი საქართველო" (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

https://www.orkinglobal.com/
www.orkin.com
www.orkin.ge

პირობები და სხვა დეტალები:

** გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული განაკვეთი
** ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი, სტანდარტული ბენეფიტებით

შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით

აღწერილობა და პასუხისმგებლობები:

** ახალ დამკვეთებთან გაფორმებული კონტრაქტებისა და დანართების შემოსავლების დარიცხვის ბაზასთან შედარება და ყოველთვიური დარიცხვების ბაზების ბუღალტერიისთვის საჭირო ფორმატით (ექსელის ფაილით) გაზიარება.
** მომსახურების ხელშეკრულებების დადარება FieldWork-ში დარეგისტრირებულ ინფორმაციასთან და კონტრაქტების/დანართების BDO PORTAL-ზე ატვირთვა;
** ინფორმაციის დაზუსტების/გასწორების მიზნით, BDO და FieldWork-ის დარიცხვების ბაზების შედარებისას დაფიქსირებული უზუსტობების ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტებისთვის გაზიარება მეილის სახით.
** დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
** ბუღალტერიისგან საბოლოო რეალიზაციის ფაილის მიღება და შემოსავლების შემოწმება, RS-თან დადარება და BDO-ს მხრიდან პროგრამულად გატარებული დარიცხვების დადასტურება.
** გამონაკლისი დამკვეთებისთვის მიმდინარე თვის მომსახურების ანგარიშ-ფაქტურის მომზადება და ატვირთვა; საჭიროების მიხედვით ინვოისის ხელით გენერირება და იმეილზე გაგზავნა;
** ბუღალტერიისგან ავანსებზე ინფორმაციის მიღება შემოწმება და დამკვეთებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებთან სხვადასხვა აქტების გაფორმება (შედარების, სამმხრივი აქტი, ურთიერთჩათვლა);
** ყოველდღიურად ბალანსის პროგრამაში საბანკო ამონაწერის გატარება;
** დებიტორული დავალიანებებისა და ვადების ბაზის მართვა, განახლება და მენეჯმენტისთვის/ ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტებისთვის რეპორტების მომზადება;
** საინვოისე საკონტაქტო ბაზის მუდმივი განახლება და ბუღალტერიისთვის გაზიარება;
** კომპანიის ტელეფონზე შემომავალი დებიტორებთან დაკავშირებული ზარების კონტროლი და პროგრამულად თვის დათქმულ თარიღებში დამკვეთებთან დებიტორული დავალიანების ვადის შესაბამისი მეილების გაგზავნა;
** შეწყვეტილი სტატუსის მქონე კომპანიებთან წერილობითი კომუნიკაცია საკითხის აღსრულებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
** ყოველთვიურად აღსრულებაში გადასაცემი დებიტორების სიის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და იურიდიულ კომპანიასთან გადაგზავნა/მონიტორინგი. 6 თვეში ერთხელ ბუღალტერიისთვის აღსრულებაში გადაცემული კომპანიების სტატუსების განახლება, საჭიროების შემთხვევაში ნაშთების ჩამოწერა;
** ქოლ-ცენტრისთვის დებიტორული დავალიანებების ფაილის გაზიარება და პროცესის მონიტორინგი.
** ხარვეზიანი ხელშეკრულებების და დანართების აღრიცხვა, კონტროლი და გასწორებული დოკუმენტაციის მოთხოვნა;
** დამკვეთის/მომხმარებლის დავალიანების და შესაბამისი ბილინგ პროცესის მართვა.
** ბექ-ოფისის კადრების დრო და დრო დახმარება და ჩანაცვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველი, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია, მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** MS Excel-ის სათანადო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების: Word, PowerPoint, Outlook-ის სათანადო ცოდნა.

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
** გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს-პროცესების ანალიზი)
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
** კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** აუცილებელია, რომ კანდიდატს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
** მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV https://wrk.ge/kVF4Vvxj7V



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |