სს "ბანკი ქართუ" აცხადებს კორპორაციული ბანკირის ვაკანსიას კორპორაციული ბიზნესის მომსახურების განყოფილებაში.
დეპარტამენტი: კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი, კორპორაციული ბიზნესის მომსახურების განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება და მაღალი ხარისხით მომსახურება;
** პოტენციური კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** კორპორაციული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება;
** ანალიტიკოსთან ერთად კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად;
** სესხის გაცემისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და სესხის გაცემის დადგენილი პროცედურების უზრუნველყოფა;
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა და ანალიზი; შესაბამისი ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისათვის;
** კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე ბანკის საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრით უზრუნველყოფა;
** კლიენტის დახმარება საბანკო მომსახურებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით;
** არასტანდარტულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამისი კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები);
** Excel სრულყოფილი ფლობა;
** საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
გისურვებთ წარმატებას!