საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ინტერესთა გამოხატვის განაცხადების მიღებას ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" საბოლოო შეფასებისათვის.
"მერსი ქორფსის" წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს 42-თვიან პროექტს "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) (2021 წლის დეკემბრიდან - 2025 წლის მაისამდე), რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ. პროექტის განხორციელების მხარდამჭერი არის ლიბერთი ბანკი. პროექტის მიზანია სოფლის მდგრადი განვითარება საბაზრო სისტემის განვითარებისა (MSD) და ახალგაზრდების დასაქმების გზით შემდეგ 4 სამიზნე რეგიონსა და 18 მუნიციპალიტეტში:
** ქვემო ქართლის რეგიონი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა;
** სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქის, ნინოწმინდა;
** შიდა ქართლის რეგიონი: გორი, ქარელი, კასპი;
** მცხეთ-მთიანეთის რეგიონი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.
"მერსი ქორფსის" წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს დაინტერესებულ, კვალიფიციურ კომპანიებს საბოლოო შეფასების განსახორციელებლად (თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად). დაწვრილებითი ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, ვადებისა და პროცესთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ მოცემულია თანდართულ ფაილში.
საწყის ეტაპზე დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა შეავსონ თანდართულ ფაილში მოცემული ფორმები:
** ინტერესის გამოხატვის ფორმა
** მომწოდებლის სარეგისტრაციო ფორმა
გთხოვთ, სრულყოფილად შევსებული დოკუმენტაცია გამოგვიგზავნოთ მეილზე ge-tenders@mercycoprs.org არაუგვიანეს 2025 წლის, 13 იანვრისა თბილისის დროით 23:59 სთ. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: RDYE Project Final Evaluation