jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Russell Bedford
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

"Russell Bedford AAC" ბუღალტერთა, აუდიტორთა, საგადასახადო კონსულტანტთა და ბიზნეს-კონსულტანტთა დამოუკიდებელი ფირმების გლობალური ქსელის Russell Bedford International-ის წევრია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში აუდიტის, ბიზნეს-კონსულტაციების, საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურების დარგში.

ვაკანსია: ბუღალტერი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანტონოვსკაიას ქუჩა 9.
** სამუშაო საათები: 09:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი
** სახელფასო რეინჯი: 1700-2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს კლიენტი ორგანიზაციის საბუღალტრო აღრიცხვა
** შეინახოს ყველა დოკუმენტი, შეამოწმოს დოკუმენტების შესაბამისობა საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობასთან
** დროულად შეამოწმოს დოკუმენტების სისრულე და შეადგინოს წერილობითი მოთხოვნები კლიენტის შესაბამისი თანამშრომლებისათვის
** იმუშაოს ელექტრონულ ცხრილებთან, შესყიდვების საბუღალტრო ჩანაწერებთან და ჟურნალებთან
** მოახდინოს დეკლარირება სახელმწიფო ორგანოებთან კლიენტის საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით
** იყოს კლიენტის წარმომადგენელი შიდა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობაში

კვალიფიკაციები და უნარები:

** IFRS-ის ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** ფინანსურ ანგარიშგებათა მომზადების უნარი
** ძლიერი ანალიტიკური და ანგარიშგების უნარი
** ფოკუსირებული და დეტალებზე ორიენტირებული
** დედლაინების დაცვის შესაძლებლობა
** გუნდურ მუშაობაში საკუთარი წვლილის შეტანაზე ორიენტირებული
** დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
** საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა, სწრაფი ბეჭდვა და ელექტრონული ცხრილები
** ენების ცოდნა: ქართული (თავისუფლად), რუსული, ინგლისური

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები ელფოსტაზე: khatuna@russellbedford.ge და გრაფაში "საგანი" მიუთითოთ "ბუღალტერი".

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "Russell Bedford"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |