სამშენებლო კომპანია "თიდი კონსტრაქშენ"-ი წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.
გვესაჭიროება: ოფისის ტექნიკური ინჟინერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური/სამშენებლო მიმართულებით
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა
** MS office-ის მაღალ დონეზე ფლობა
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
** სამშენებლო სექტორში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება.
** ანაზღაურება: 1200 ლარიდან.
დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:
** დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება
** ხარჯთაღრიცხვის ლოკალურ-რესურსული მეთოდით შედგენა
** გეგმების, ნახაზების, მოცულობების და BOQ მონიტორინგი
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების, ვადების კონტროლი/გადამოწმება
** სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი ძირითადი პრობლემების გადაჭრა და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის
** კომპანიაში არსებული პროექტების დოკუმენტების წარმოება მენეჯმენტთან შეთანხმებით (ფორმა 2, მოცულობათა უწყისი, დეფექტური აქტი, ფარული სამუშაოების აქტი და ა.შ) და მიწოდება დამკვეთებთან მათი მოთხოვნის შესაბამისად.
კომპანია დასაქმებულს უზრუნველყოფს:
** დაზღვევა.
** დასაქმებული გაივლის 2 კვირიან შიდა ტრენინგს კომპეტენტურ პირთან ერთად.
** საწვავი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე info@tdconstruction.ge ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 598 72 61 53
ამ ვაკანსიის გამოცხადება გვინდა.