jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

ფარმაცევტული კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელი 1ა./ლილო, კახეთის გზატკეცილი (საწყობი)
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** GDP სერტიფიკატის ფლობა აუცილებელია;
** ფარმაცევტულ კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა Word, Excel;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** GDP სტანდარტის და ISO 9001-ის შესაბამისად, პროცედურების დანერგვა, აღსრულება და ხარისხიანი მართვა;
** თვით-ინსპექტირების განხორციელება შესაბამისი რეგულარული ინტერვალით, წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად და ადგილზე მიღებული შესაბამისი მაკორექტირებელი ზომების კონტროლი;
** ფარმაცევტული პროდუქტების ნებისმიერი გამოთხოვის ოპერაციების დაუყოვნებლივი განხორციელება, მომხმარებელთა პრეტენზიების ეფექტიანი დამუშავება;
** პროდუქტის მიღებაზე, დაბრუნებული, უარყოფილი, გამოთხოვილი თუ ფალსიფიცირებული პროდუქტების საბოლოო უტილიზაციასა და განადგურებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და ჩანაწერების წარმოება;
** პროდუქტის გასაყიდ მარაგებში დაბრუნების დამტკიცება და მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების (CAPA) დროული წარმოება;
** კონკრეტულ პროდუქტზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება, პროცესების შესრულების კრიტერიუმების განსაზღვრა, დანერგილი ოპერაციების შედეგად მიღებული პროდუქციის ხარისხის მონიტორინგი;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი, შიდა აუდიტის პროცესების ორგანიზება, შიდა და გარე აუდიტის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების (CAPA) მონიტორინგი და ეფექტურობის შეფასება;
** ლიცენზიის პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთობების მოგვარება პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან;
** თანამშრომლებისთვის GDP სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარების მონიტორინგი;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.

კომპანია დამატებითი ბენეფიტის სახით თანამშრომელს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ხარისხის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |