სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი.
სამუშაოს ტიპი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00.
ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)
ფუნქციები:
** თანამშრომლის პირადი საქმეების წარმოება, საჭირო საბუთების მიღება, გადამოწმება, ფაილინგი, მონიტორინგი;
** თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების ვადებისა და შრომითი პირობების კონტროლი და საჭიროებისამებრ ცვლილებების განხორციელება;
** თანამშრომელთა ბაზების შემუშავება და წესრიგში ქონა;
** სხვადასხვა ბრძანებების მომზადება (გათავისუფლება, გაფრთხილება, დანართები და ა.შ);
** თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვა და ტაბელის წარმოება;
** კუთვნილი შვებულებების გეგმა-გრაფიკის შედგენა, ავადმყოფობის, სხვა საპატიო ან არასაპატიო მიზეზის გამო სამსახურის გაცდენის ფაქტების აღრიცხვიანობა;
** საჭიროებისამებრ სამუშაო აღწერილობების შექმნა - განახლება;
** კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი ჰოლდინგთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სულ მცირე ორ წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა; (სხვა დამატებითი ენის ფლობა, ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული პროგრამები- Microsoft office (Word, Excel).
დამატებითი მოთხოვნები:
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრისა დსა სამუშაოს დელეგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სტრესული გარემოების მართვის უნარი;
** დისციპლინირებული, გუნდში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.