სავაჭრო ცენტრი "იდეალი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2200 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი+ ბონუსი სისტემით),
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა,
** კარიერული ზრდის პერსპექტივა,
** სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N71, სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
** სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი, დასვენების დღე კვირაში 1-2 დღე (თვეში ჯამურად 6 დღე).
** სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
სტაჟირების ვადა 1 თვიდან 2 თვემდე, ანაზღაურება - თვეში 1000 ლარი.
რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.
სამსახურებრივი მოვალეობა: მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი),
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა,
** ანალიტიკური აზროვნება,
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი,
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
რეზიუმე (სავალდებულოა ქართულ ენაზე) გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე: vacancy@demasi.ge
ვებ გვერდი: https://www.demasi.ge