"კლინიკა ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენები (ინგლისური და სხვა).
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებების მომზადება;
** შიდა ბრძანებების მომზადება;
** წარმომადგენლობა სასამართლო პროცესებზე;
** წარმომადგენლობა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებთან;
** სააღსრულებო პროცესების მართვა;
** საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა;
** თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** პაციენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათ-პარასკევი: 09:00 სთ - 18:00 სთ
** მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@jerarsi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "იურიდიული სამსახურის სპეციალისტი (იურისტი)"
სს კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი. თემქა. მუხიანის, 2ა
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიული გამოკვლევების სრული, სწორი, დროული და შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მიხედვით ხარისხიანი ჩატარების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** განათლება - უმაღლესი;
** კვალიფიკაცია - მედიცინის ან ბიოლოგიური ფაკულტეტი, აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი "ლაბორატორიულ მედიცინაში".
სამუშაო გამოცდილება:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა;
** სხვადასხვა ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@jerarsi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ექიმი ლაბორანტი".
გისურვებთ წარმატებას!