შპს "ეი-ბი-ეფ" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: ვაზიანის მიმდებარე ტერიტორია. (მეტრო ზედა- სამგორიდან 20 წთ)
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
** ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
მოვალეობები:
** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდვების/რეალიზაციების/წარმოების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი მისი პროგრამული ასახვა და შენახვა/დაარქივება;
** ტრანზაქციების აღრიცხვა;
* *საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
ხელფასი 1800 ლარი.
ერთჯერადი კვება კომპანიის სახსრებით.
კომპანიას ემსახურება ტრანსპორტი, მეტრო სამგორი (ზედა) - საწარმოს ტერიტორია
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 იანვარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: n.zhorzholadze@marnaveli.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი წარმოების მიმართულებით" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
შ.პ.ს. ეი-ბი-ეფ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!