კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე;
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კომპიუტერული სისტემების მონიტორინგი და მართვა.
** IT ინფრასტრუქტურის განვითარება, განახლება და მხარდაჭერა.
** სერვერების და სხვა კომპიუტერული მოწყობილობების მოვლა-პატრონობა
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება
** სისტემების ოპტიმიზაცია და აღდგენა
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა და პრობლემების გადაწყვეტა
** კომპიუტერული ქსელების (LAN, WAN) და ინტერნეტ კავშირების მართვა
** ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ქსელური ინსტრუმენტების მონიტორინგი
** თანამშრომლებისთვის IT მხარდაჭერის აღმოჩენა (პაროლები, აპლიკაციებთან და სხვადასხვა პერიფერიულ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემები).
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების გამოყენების ტრენინგების ჩატარება (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში)
** მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარება და განხორციელება
** ვირუსების, მავნე პროგრამებისა და სხვა საფრთხეებისგან სისტემების დაცვა
** სარეზერვო კოპირების სისტემების დამუშავება და მონაცემთა აღდგენის პროცედურების უზრუნველყოფა
** კომპიუტერული და IT აღჭურვილობის რეგისტრაცია და ინვენტარიზაცია
** აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მონიტორინგი
** ორგანიზაციის შიდა IP ტელეფონების ინსტალაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მეილის და სხვადასხვა სამომხმარებლო სისტემების გამართულად მუშაობა;
** სათვალთვალო კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ციფრული ბარათების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2013, 2016 ცოდნა
** ქსელების ცოდნა
** კომპიუტერული არქიტექტურის მაღალ დონეზე ცოდნა
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** მობილური მოწყობილობების, პრინტერების და სხვა IT აღჭურვილობის მხარდაჭერის ცოდნა
** ქსელის უსაფრთხოების და ვირუსებისგან დაცვის სისტემების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17 იანვარი, 2025.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი".
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.