"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მართვა;
** საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტის თანამშრომლების ტრანსპორტირება;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
** ავტომობილის სუფთა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პოზიციის სამუშაო აღწერილობასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, მოგვწერეთ მეილზე: hr@alte.edu.ge.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 იანვარი
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.