jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება. აგროჰაბი თავის გუნდს სთავაზობს სასიამოვნო და პოზიტიურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** კრემების მომზადება;
** სხვადასხვა სახის ცომის მომზადება;
** სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა-დანადგარების გასუფთავება;
** საკონდიტრო პროდუქტების ვიზუალური გაფორმება.

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 2  წლიანი გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |