jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის მენეჯერი სამშენებლო ობიექტზე
მომწოდებელი: ჯევერს ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერი სამშენებლო ობიექტზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: გონიო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3. / ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემოწმება;
** მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** დეფექტების გამოვლენა და გამოსწორების გზების შეთავაზება;
** მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან, ბრენდის სტანდარტებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
** სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მათ შორის ხარისხის სერტიფიკატების) შემოწმება და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაზე კონტროლი;
** დეფექტური დოკუმენტების მომზადება;
** დეფექტების რეესტრში აღრიცხვა;
** სამუშაოს შემოწმების გრაფიკის დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით მშენებლობის უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად;
** სრული და მუდმივი ჩართულობა პროექტის მენეჯერებთან, ინჟინრებთან, ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ხარისხის კონტროლის ეფექტურობისათვის;
** საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა);
** ობიექტებზე არსებული ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით;
** სამშენებლო და სარემონტო მასალების კონტროლისათვის, შესაბამისი მეთოდებისა და ხარისხის ინსპექციის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო და წერით დონეზე (B2);
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Project, Archicad, Autocad);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ხარისხის მართვის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: n.varshalomidze@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: n.varshalomidze@pontus.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |