jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.

იმპოსტი მეპ-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სისტემების პროექტირებას.

საინჟინრო კომპანია "იმპოსტი MEP" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის (საინჟინრო კომუნიკაციები/ქსელები) თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობებია:

** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური დეტალური კონტროლი:

1. სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
2. გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
3. წყალგაყვანილობის სისტემები;
4. ელექტრობა და სუსტი დენები.

** შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესრულება;
** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ობიექტის ყოველდღიური ჟურნალის, რეპორტის წარმოება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** ობიექტზე არსებული მასალის აღწერა;
** მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
** ობიექტის მომარაგების სწორად დაგეგმვა, საჭირო მასალების შესყიდვაზე დროული ინფორმაციის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტთან;
** დამკვეთთან და საზედამხედველო სამსახურებთან ურთიერთობა;
** ფორმა N2; ფორმა N29 -ების მომზადება;
** მიმდინარე პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო სპეციალობით;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამები (Word; Excel; Outlook) სამუშაო დონეზე ცოდნა, სასურველია Autocad პროგრამის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@imep.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |