jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგული გაყიდვების პრომო კონსულტანტი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი", აცხადებს კონკურსს მარკეტინგული გაყიდვების პრომო კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურად წარმოჩენა;
** კომპანიის მიერ სხვადასხვა დაგეგმილ პრომო აქციებში მონაწილეობა და პოტენციური მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქტებზე დეგუსტაციის ჩატარება და შეთავაზება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;

გთავაზობთ:

** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ანაზღაურება 800 ლარიდან + ბონუსი
** სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებაზე ფასდაკლება;

შემოუერთდი ჩვენს გუნდს! შეავსე სააპლიკაციო ფორმა https://bit.ly/Agrohub-Vacancies ან დაგვიკავშირდი ნომრებზე: 591042626, 591032626, 591717542.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |