შპს "ვესტ ინვესტი" აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, საპროექტო სამუშაოებზე, კერძოთ: სამაცივრე საწყობის, საწარმოს სივრცის და ოფისების პროექტირებაზე.
მდებარეობა:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** მიწის ნაკვეთის ფართობი: 8000 კვ.მ
ობიექტის ძირითადი პარამეტრები:
** სამაცივრე საწყობის ტევადობა: 4000 ტონა
** შენობის ტიპი: მრავალფუნქციური (საწყობი, საწარმო და საოფისე)
ტექნიკური დავალება საპროექტო სამუშაოებზე:
სამაცივრე საწყობი:
** ტემპერატურული რეჟიმების სპეციფიკაცია
** სამაცივრე დანადგარების განთავსების სქემა
** სასაწყობო ლოჯისტიკის გეგმა
** ტვირთის მიღება-გაცემის ზონები
** დატვირთვა-გადმოტვირთვის რამპები
საწარმოო სივრცე:
** ტექნოლოგიური ხაზების განლაგება
** ვენტილაცია-კონდიცირების სისტემები
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** პერსონალის გასახდელები და სველი წერტილები
ოფისები:
** ადმინისტრაციული სივრცეების დაგეგმარება
** საკონფერენციო დარბაზები
** სანკვანძები
** სამზარეულო/დასასვენებელი სივრცე
საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნები:
** გენერალური გეგმა
** არქიტექტურული გეგმები, ჭრილები და ფასადები
** სართულების გეგმები ფუნქციური ზონირებით
** კვანძების დეტალური ნახაზები
** სპეციფიკაციები
საინჟინრო ნაწილი:
** სამაცივრე სისტემების პროექტი
** ვენტილაცია და კონდიცირება
** წყალმომარაგება და კანალიზაცია
** ელექტრომომარაგება
** სუსტი დენები
** ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
აუცილებელი მოთხოვნები:
** საპროექტო საქმიანობის ლიცენზია
** მსგავსი ობიექტების დაპროექტების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** კვალიფიციური საპროექტო გუნდი
წარსადგენი დოკუმენტაცია:
** კომპანიის რეგისტრაციის მოწმობა
** საპროექტო ლიცენზია
** რეალიზებული პროექტების პორტფოლიო
** საპროექტო გუნდის CV-ები
** ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@wi.ge
ან წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად www.etenders.ge-ს https://etenders.ge/view/65347 საშუალებით.
ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.