კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის (Site Manager) პოზიციაზე, შემდეგი მიმართულებით: გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის; სანტექნიკის, წყალმომარაგების და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები.
სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება პროექტი "ალიანს ცენტროპოლისი"; რუსთაველის ქ. #42 პროექტი "ალიანსი ფრივილიჯი".
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგი;
** გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში შესაძლო ტექნოლოგიური ხარვეზების იდენტიფიცირება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის მიღება/დადასტურება;
** სამონტაჟო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა.
** კომუნიკაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან;
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft office (Word, Excel);
** პროგრამა AutoCad-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B1 დონეზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასს 3500 ლარიდან (გამოცდილების გათვალისწინებით)
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2025 წლის 25 იანვრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში Site Manager-ის დასახელებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."