jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: REA Investment
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

REA Investment არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს კვლევებს, ანალიზსა და საკონსულტაციო მომსახურებას კლიენტებისთვის, როგორიცაა: სამშენებლო დეველოპერები, ფიზიკური პირები, ქონების ინვესტორები და ა.შ

"REA Investment" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

გუნდის წევრის მოვალეობა:

** უძრავი ქონების შეძენისას მყიდველისთვის კონსულტაციის გაწევა;
** პოტენციურ მყიდველთან დაკავშირება;
** კომპანიის ბაზის მუდმივი განახლება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;

მოთხოვნები:

** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** აქტიურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სამუშაოს მიმართ;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა;
** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება, წერა).

სამუშაო გრაფიკი: 5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00)

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hreainvestment@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი".

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "გაყიდვების ჯგუფი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს " გაყიდვების ჯგუფი " -ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს " გაყიდვების ჯგუფი " .
ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს " გაყიდვების ჯგუფი "-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს " გაყიდვების ჯგუფი "-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.

ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.

შპს "გაყიდვების ჯგუფი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.

ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.

კომპანიის ოფიციალურ მეილზე მიმართვის შემთხვევაში მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს " კომპანიის ოფიციალურ მეილზე "-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |