"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group", "Rental and logistics company" და " Just Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.
Jeu Holding-ის აცხადებს ვაკანსიას BPM ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სახელფასო რეინჯი - 2000-3000 ლარი
** სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა - თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული ბიზნეს პროცესების მობილიზაცია, ანალიზი და დოკუმენტირება კომპანიის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით.
** ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** დეტალური BPMN დიაგრამების, ფლოუჩარტებისა და პროცესების რუქების შექმნა Bizagi Modeler-ის, Visio-ს ან მსგავსი პროგრამების გამოყენებით.
** პროცესების დახვეწის მიზნით სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზება.
** ახალი და ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების დანერგვაში მონაწილეობის მიღება.
** ბიზნეს პროცესების მონიტორინგი, დარღვევების, ხარვეზების იდენტიფიცირება და დოკუმენტაციის რეგულარული განახლება.
** თანამშრომლებისთვის BPM ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციების მიწოდება.
** BRD დოკუმენტების შემუშავებაში მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება BPM ინსტრუმენტების გამოყენებაში: როგორიცაა Bizagi Modeler, Microsoft Visio ან მსგავსი პროგრამები (სასურველია).
** BPMN სტანდარტებისა და პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა.
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზაციული უნარები.
** Microsoft Office-ის და პროექტების მართვის პლატფორმების ცოდნა (მაგ., Monday.com უპირატესობად ჩაითვლება).
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** განმავითარებელ პროგრამებში აქტიურ ჩართულობას და სწავლის შესაძლებლობას.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2025 წლის 30 იანვარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeuholding.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.