jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების ექსპერტი
მომწოდებელი: GDI
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

შპს "ჯიდიაი" ეძებს 21 წელს ზევით ასაკის მოწადინებულ ადამიანებს, რომლებიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევენ ჩვენს სრულწოვან მომხმარებლებს.

კომპანიის შესახებ: შპს ჯიდიაი არის ადგილობრივი კომპანია, რომელიც რეალიზაციას უწევს შპს ფილიპ მორის საქართველოს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს მათ შორის IQOS-ს.
როგორია ჩვენთან მუშაობა?

ჩვენი გუნდის წევრები ერთად ქმნიან ჯანსაღ, დადებით, ატმოსფეროს, რაც წინაღობების გადალახვას ამარტივებს და საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებთან მაღალი დონის მომსახურება გავწიოთ.

ასე გამოიყურება გაყიდვების ექსპერტის 1 სამუშაო დღე:

** გაყიდვის წერტილის ვიზუალურ მზადყოფაში მოყვანა
** საქონლისა და სალაროს აღწერა
** მომარაგების მიღება/განთავსება
** მომხმარებლების გულთბილი დახვედრა და ხარისხიანი მომსახურების გაწევა
** გაყიდვების ექსპერტი მუშაობს კვირაში 4 დღე. (3 დღე 12 საათიანი ცვლა და 1 დღე 8 საათიანი ცვლა)
როგორ გახდეთ გაყიდვების ექსპერტი?

ამისთვის შემდეგი უნარების ქონა დაგჭირდებათ:

** გუნდურად მუშაობის უნარი
** პრობლემის გადაჭრისა და ემპათიის უნარი
** ინგლისური B1 ან უფრო მაღალი დონე.
** გამართული და ეფექტური მეტყველების უნარი
** ადაპტაციის უნარი
** სალაროსთან და გაყიდვების სისტემასთან მუშაობის უნარი.

ანაზღაურება:

საწყის ეტაპზე შეძლებთ 1, 200 დან - 1, 600 ლარამდე გამომუშავებას

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე მოგვაწოდეთ აქ: career@gd-holding.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |