"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - მემონტაჟეს!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.
რას გთავაზობთ:
** საბაზისო ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით + ბონუსი (თითო მონტაჟიდან 100-250 ლარი; საშუალოდ გამომუშავებული ბონუსი 1000-2500 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** საწვავის ხარჯების ანაზღაურება
** მცოცავი სამუშაო გრაფიკი
** სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად დროის წინასწარ შეთანხმდება
სამუშაოს აღწერა: საკანალიზაციო ბიოგამწმენდი დანადგარის მონტაჟი ან შეფ-მონტაჟი (სამონტაჟო პროცესის ზედამხედველობა) კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ობიექტებისთვის
მოთხოვნები:
** სასურველია სპეციალისტი საინჟინრო/სამშენებლო გამოცდილებით, რომელიც მაღალი ხარისხით განახორციელებს ჩვენი ავტონომიური საკანალიზაციო სისტემების მონტაჟს
** საჭირო სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს/მომიჯნავე სფეროში
** განვიხილავთ ინდ. მეწარმის სტატუსის მქონე კანდიდატებთან თანამშრომლობასაც
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/technicalspecialist/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.