კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს მხაზველ-ინჟინრის (Drafter) პოზიციაზე, ბათუმში.
სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის გაგრძელება პროექტი "ალიანს ცენტროპოლისი";
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება არქიტექტურული პროექტის საინჟინრო ნაწილში, კერძოდ: ვენტილაცია, გათბობა-გაგრილება, სანტექნიკა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.
** აუცილებელია: AutoCAD-ის სრულყოფილად ფლობა.
** სასურველია: Autodesk Revit-ის (families specific to a Revit Project) საბაზისოდ ცოდნა (ვუზრუნველყობთ 2 კვირიან სატრენინგო კურსს)
** ინგლისური ენის ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასს 1500 ლარიდან (გამოცდილების გათვალისწინებით)
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2025 წლის 25 იანვრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში Drafter -ის დასახელებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."