jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომხმარებელთა ადმინისტრაციული მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონულ ოფისებში.

ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა ადმინისტრაციული მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:30
ანაზღაურება: 800 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს;
** საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციულ კლიენტებთან კომუნიკაცია სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებით და მათი ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
** ახალი კლიენტების ბაზაში ასახვა;
** ცვლილებების პროგრამულად ასახვა;
** კორპორაციული კლიენტების გადახდის გრაფიკის კონტროლი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office);
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |