"აკუსტიკა" არის მუსიკალური ინსტრუმენტების და აპარატურის საბითუმო და საცალო მაღაზია-შოურუმი. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს უკონკურენტო ფასებს და პროდუქციის მრავალფეროვნებას.
"აკუსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში ხუთი დღე
სამუშაო განრიგი: 11:00-19:00; ორშაბათი-კვირა (ცვლადი)
მდებარეობა: აკაკი წერეთლის გამზ.#142, (სამთო ქიმიის შენობა, შესასვლელი სანაპიროს მხრიდან, მაღაზია აკუსტიკა)
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა ანგარიშსწორებისას.
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, სალარო ოპერაციების პროცედურების სრული დაცვა
** დილით სალაროს დათვლა;
** სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;
** ნივთის გადაცვლის შემთხვევაში პროგრამასთან მუშაობა;
** დაბრუნებულ და გაუქმებულ ქვითრებზე აქტის შედგენა;
** საღამოს სალაროს დახურვა;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** ინვოისების, დღგ ანგარიშფაქტურისა და ზედნადებების მომზადება, ატვირთვა/გაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლარის, მოლარე-კონსულტანტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა
** სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის მენეჯმენტი
** დეტალებზე ორიენტაცია
** ორგანიზებულობა
** კეთილგანწყობა და თავაზიანობა
ჩვენ გთავაზობთ:
** გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო
** სწავლება და განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@acoustic.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!