"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) მუდმივი შეფასება, განახლებისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებით ცვლილებების განსაზღვრა და განხორციელება;
** ახალი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასში შემავალი სასწავლო კომპონენტების ცვლილების პროცესში ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის, ბიზნესის სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია და განხორციელებული ცვლილებების ასახვა პროგრამულ დოკუმენტაციაში, მათ შორის სასწავლო კომპონენტების სილაბუსებსა და კონცეფციებში;
** საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება და მათი წარდგენა ფაკულტეტის საბჭოსათვის;
** საგანმანათლებლო პროგრამების შიდა თვითშეფასების პროცესის ორგანიზება, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და პროცესის ყველა ეტაპზე, პროგრამის ხელმძღვანელსა და სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაცია;
** აკრედიტაციის სტანდარტებთან ფაკულტეტზე არსებული პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების უზრუნველყოფა;
** დეკანის და/ან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; სასურველია უმაღლესი განათლების ადმინისტრირებისა ან სოციოლოგიის მიმართულებით);
** უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების ცოდნა;
** ხარისხის გარე (ავტორიზაცია/აკრედიტაცია) და შიდა შეფასების მექანიზმების, ინსტრუმენტების, სტანდარტებისა და რეგულაციების ცოდნა.
** ავტორიზაციის, აკრედიტაციის სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამებთან, პროცესებთან დაკავშირებული მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
** "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** უმაღლესი განათლების სისტემაში და /ან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point) და Google სერვისები.
ქცევითი კომპეტენციები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი 2025 წლის 20 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი".
შერჩევის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შერჩევის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება სრული გამოსაცდელი ვადით.