jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შეკვეთების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე ქ.თბილისში, მის: ა.ბელიაშვილის #9.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული შეკვეთების დროული გატარება და ასახვა პროგრამულად;
** შემოსული შეკვეთების დოკუმენტაციის მართვა - კოორდინირება;
** სამუშაო პროცესის მართვა და ობიექტური დაგეგმარება;
** მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** ენერგიულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
** თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;

მსურველებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შეეკვეთების კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |