jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექთანი-აღმზრდელი
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"World Vision საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში ექთანი-აღმზრდელის პოზიციაზე.

გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

პოზიციის სახელწოდება: WVG- Nurse-Caregiver
ადგილმდებარეობა: თბილისი (გლდანი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარაკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე, შესვენება 1 საათი: 13:00-დან 14:00-მდე

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: დეკემბერი 2024 - დეკემბერი, 2025, რადგან შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო სოციალური რეაბილიტაციის ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში და დაფინანსებით.
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

პოზიციის წინაპირობა:

დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.

პოზიციის მიზანი: პროექტის ბენეფიციარებისთვის საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების გაწევა, მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი და აღრიცხვა

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს დღის ცენტრში შემოსული ბავშვების პირველადი სამედიცინო დათვალიერება;
** განსაზღვროს დღის ცენტრის ბენეფიციართა სამედიცინო საჭიროებები და უზრუნველყოს მისი ექიმთან ვიზიტი;
** მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში;
** განახორციელოს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დღის ცენტრის ბენეფიციარი ბავშვებისათვის;
** მოახდინოს დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტების დროული და მიზანმიმართული ადმინისტრირება;
** ზედამხედველობა გაუწიოს დღის ცენტრის ბენეფიციარი ბავშვებისა და ზოგადად დღის ცენტრის შენობის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და განსაზღვროს შესაძლო პროფილაქტიკური ღონისძიებები ინფექციური დაავადებებისა და პარაზიტების პრევენციისათვის;
** აწარმოოს შესაბამისი ჟურნალი დღის ცენტრის ბენეფიციარი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის, დანიშნული მკურნალობისა და მედიკამენტების ადმინისტრირების შესახებ;
** შეამოწმოს საკვები პროდუქტების ვადები და ვარგისიანობა და გააკეთოს დამზადებული საკვების სინჯები;
** ბავშვის ჰოსპიტალიზაციის დროს საჭიროების შემთხვევაში დარჩეს სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც თანმხლები პირი;
** იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
** საჭიროების შემთხვევაში ჩართოს ბავშვები ინტელექტუალურ-შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში;
** ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას;
** საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტები (წერა-კითხვა და ანგარიში);
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისცინპინარულ გუნდთან ერთად;
** აქტიურად ითანამშრომლომლოს ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
** უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენცილურად დაცვა;
** უზრუნველყოს კოორდინატორის, სოციალური მუშაკის და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის დროული ინფომირება რთული სიტუაციების შესახებ;
** დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები

** უმაღლესი და შესაბამისი სპეციალური განათლება და მისი დამადასტურებელი საბუთი;
** ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ პოზიციის სახელწოდება WVG - Nurse-Caregiver მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 იანვარი

გთხოვთ CV-ში მიუთითოთ, რომ თუ თქვენი კანდიდატურა განიხილება შერჩევის ბოლო ეტაპზე, თანახმა ხართ ორგანიზაციამ გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

World Vision საქართველო კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |