ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უნივერსიტეტის სივრცის დალაგება-დასუფთავება;
** სისუფთავის შენარჩუნება დღის განმავლობაში;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე 17:00-22:00 საათი, 1 დღე - 09:00-17:00 საათი, 1 დღე დასვენება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, მოგვწერეთ მეილზე: vacancy@alte.edu.ge.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 იანვარი.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.