jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ამბასადორი აილენდი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო დრო: 5/2
ელ ფოსტა: hr@eve-capital.com

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარება;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესების მოქნილობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან სპეციალიზებული განათლება ნებისმიერ სფეროში;
** სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** საოფისე მარაგების მართვა;
** ოფისში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი;
** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** ელექტრონულ ფოსტაზე რეაგირება;
** კორესპონდენციის სრული ციკლის, შემოსული და გასული კორესპონდენციის ელექტრონულ სისტემაში გატარება ინსტრუქციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილის (ინტერიერის, ტექნიკური საშუალებებისა და ა. შ.) მოწესრიგება;
** დიასახლისის, მძღოლის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი;
** ოფისში მოსული ვიზიტორებისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების მიცემა ან კომპეტენტურ თანამშრომელთან გადამისამართება ინფორმაციის მისაღებად.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |