შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: გონიო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3. / ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.
ძირითადი მოვალეობები:
** მენეჯმენტ კომპანიასთან მჭიდრო კონტაქტი სამშენებლო/არქიტექტურულ ნაწილთან დაკავშირებით;
** მიმდინარე არქიტექტურული სამუშაოების შესწავლა;
** საჭიროების შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის მომზადება;
** მუშა ნახაზების მომზადება;
** მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა (არქიტექტურულ ნაწილში);
** ფასადის პროექტის დამუშავება;
** ლანდშაფტის დიზაინის დამუშავება;
** მის კომპეტენციაში შემავალი სხვა სამუშაოების და დამსაქმებლის ინსტრუქციის შესრულება;
** სამშენებლო ობიექტზე ფაქტობრივი აზომვითი ნახაზების მომზადება და პროგრამულად ასახვა;
** მაქსიმალური ჩართულობა ყველა სახის არქიტექტურულ პროცესებში;
** შესყიდვების ჯგუფისათვის მაქსიმალურად ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება შესასყიდ, ნებისმიერი სახის მასალასთან დაკავშირებით, მჭიდრო კავშირი და მუდმივი კომუნიკაცია შესყიდვების ჯგუფთან;
** კოორდინაცია გაუწიოს გარე კონსულტანტებს, კონტრაქტორებს და მომწოდებლებს დიზაინისა და სამშენებლო საკითხების მოსაგვარებლად;
** სამშენებლო კოდექსებისა და ზონირების რეგულაციების ცოდნა, ნებისმიერი ტიპის არქიტექტორული პროექტის შეთანხმება, ნებისმიერ ეტაპზე მუნიციპალურ ორგანოებთან და კომუნიკაცია, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
** ტექნიკური სამშენებლო საკითხების მოსაგვარებლად სრული ჩართულობა და კოორდინაცია გარე კონსულტანტებთან, ბრენდთან და ტექნიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის სფეროში;
** სამშენებლო და არქიტექტურული სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო და წერით დონეზე (B2);
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** არქიტექტურულ და გრაფიკული პროგრამების მუშაობის გამოცდილება (Archicad, AutoCAD, Revit, 3Ds max Corel, Photoshop და სხვა).
პიროვნული უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (არქიტექტორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: n.varshalomidze@pontus.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: n.varshalomidze@pontus.ge