jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: CFO - ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას CFO - ფინანსური დირექტორის პოზიციაზე (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

სკოლა პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced" ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ:
http://americanacademyprogress.edu.ge/

თანამდებობის დასახელება: CFO - ფინანსური დირექტორი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი (კანდიდატის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი (40 საათიანი სამუშაო კვირა)
ყოველთვიური ანაზღაურება: 7500 ლარი (დარიცხული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** ბიუჯეტირება და ფულადი ნაკადების მართვა;
** ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი;
** რისკების იდენტიფიკაცია და მიტიგაცია;
** ბუღალტერია/ფინანსების გუნდის მართვა და განვითარება;
** საგადასახადო და სააღრიცხვო პოლიტიკის მართვა;
** ინვესტიციების მართვა და ფინანსური მოდელირება;
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია;
** ფინანსური მდგრადობის შეფასება და რეკომენდაციების წარდგენა;
** ფინანსურ საკითხებზე გარე პირებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსურ სფეროში ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).
** სასურველია მსგავს პოზიციაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrtbilisi@schoolprogress.ge

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "CFO - ფინანსური დირექტორი".

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 იანვარი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |