jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია მონალიზა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

მაღაზია "მონალიზა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა:

** სითი მოლი: ვაჟა ფშაველა 70,
** გალერია თბილისი: 2/4 რუსთაველი

სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე კვირაში, შეთანხმებით.
დარიცხული ხელფასი: საწყის ეტაპზე 1200 + ბონუსი, 3-6 თვის შემდგომ 1500 + ბონუსი

ჩვენს შესახებ: მაღაზია "Monalisa" არის ახალი, საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც გამოირჩევა პრემიუმ კლასის, მაღალი ხარისხის, საბავშვო პროდუქციით.

სამუშაოს აღწერა: ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, მოტივირებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის განსაკუთრებულ მომსახურებას და დაეხმარება შესაფერისი პროდუქციის შერჩევაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან თბილი და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** მომხმარებლისთვის რჩევების მიცემა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება;
** გაყიდვების ოპერაციების ეფექტურად მართვა;
** მაღაზიის ორგანიზებული, სუფთა და ვიზუალურად მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური (B1) და რუსული (B1) ენების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალურობა;
** მოქნილობა სხვადასხვა ცვლაში მუშაობისთვის;
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

უპირატესობები:

** კონკურენტული ხელფასი, ბონუს სისტემასთან ერთად;
** თანამშრომლების ფასდაკლება Monalisa-ს პროდუქტებზე;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** დამხმარე და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე t.diasamidze@luxeboutique.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |