jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სისხლის სამართლის იურისტი
მომწოდებელი: საფარი
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / განცხადების ვადა: 7 იანვარი

"საფარი" აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი ფუნქციები:

** ბენეფიციარების პირველადი კონსულტაცია (სატელეფონო, სოციალური ქსელით, Safe
** YOU-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ);
** ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა;
** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; მტკიცებულებების მოპოვება; გამოძიების წარმართვასა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობა;
** საქმიდან გამომდინარე პრობლემის (საკანონმდებლო პრაქტიკა, ეთიკური ასპექტები) იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის გაზიარება;
** მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება უშუალო ხელმძღვანელებისთვის.
** კონფერენციებში, ოფიციალურ მიღებებზე თუ სხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა "საფარის" სახელით;
** საჭიროებისამებრ, ონლაინ, ბეჭდურ, სატელევიზიო მედიასთან კომუნიკაცია;
** სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა "საფარის" სახელით;
** გაწეული სამუშაოს აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
** დამატებითი კვალიფიკაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლი) და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო);
** იურისტად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დავებში.
** უპირატესობა მიენიჭება მოწყვლად ჯგუფებთან (ოჯახში და/ან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ.) მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს.
** გენდერული მგრძნობელობა;
** ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევის უნარი;
** ემპათიურობა;
** თვითკონტროლი და ემოციის მართვის უნარი;
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა;

პროგრამული უნარ-ჩვევები:

** MS Word
** MS Excel

ღირებულებები:

** ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);
** ემპათიურობა

დაინტერესებულმა აპლიკანტმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით);
** სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 7 იანვარი.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "სისხლის სამართლის იურისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |