საგანმანათლებლო ცენტრი "ელიონი" ახორციელებს მოსწავლეების მომზადებას სხვადასხვა საგნებში და გთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს სწავლების პროცესში. ჩვენს მიზანს წარმოადგენს მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება და მოსწავლეების სიღრმისეული მომზადება. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი და ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალებისგან, რომლებიც მზად არიან შექმნან გარემო, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას.
ვეძებთ კვალიფიციურ, სანდო, განვითარებაზე ორიენტირებულ გახანგრძლივებულის პედაგოგს, რომელიც ამეცადინებს და მოამზადებს ბავშვებს.
თქვენ გეძლევათ შანსი გახდეთ ჩვენი წარმატებული და პროგრესული გუნდის ნაწილი.
სამუშაოს აღწერა:
** სწავლების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
** მოსწავლეების ეფექტური შეფასება და პერსონალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ახალი საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვა და სწავლების ტექნოლოგიების გამოყენება;
** ეფექტური და სამართლიანი კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მათი მშობლებთან;
** რეგულარული რეპორტინგი და კონტროლი სასწავლო შედეგებზე;
** დახმარება სასწავლო ჯგუფის განვითარებასა და სიახლეების დანერგვაში
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება პედაგოგის პოზიციაზე;
** თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიებისა და სასწავლო ტექნოლოგიების ცოდნა;
** მაღალი კომუნიკაციური და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** ენთუზიაზმი და მოტივაცია მოსწავლეების განვითარებისთვის;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიონალიზმი;
** კამერასთან მუშაობის უნარი (სასწავლო მასალების, ვიდეო გაკვეთილების ან ლაივების ჩაწერა);
** გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა და საერთო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია
რეგულარული მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შემოქმედებითი მიდგომა სწავლების პროცესში
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ხელფასი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** წამახალისებელი აქტივობები;
** შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში ხუთი სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი)
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი
** ადგილმდებარეობა: თემქა, ნუშის ქუჩა 10
თუ ხართ მოტივირებული, თანამედროვე მიდგომებზე ორიენტირებული და მზად ხართ, რომ თქვენი ცოდნა ბავშვების განვითარებას მოახმაროთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: elyon.education.school@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ სკოლა ელიონმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!