jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია Homer
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

დეველოპერული კომპანია "Homer"-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის შესახებ:

"Homer"-ი არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.

"Homer"-ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყოველ სიტყვას აქვს ძალა.

ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://Homer.ge

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინო ჩხეიძის ქ. 3/1

ძირითადი ფუნქციები:

** კლიენტის მიერ ჩარიცხული თანხების დეტალური აღრიცხვა და პროგრამა ბალანსსა და Bitrix-ში გატარება
** კლიენტების კონტრაქტის პირობებისა და გადახდის განრიგის აღრიცხვა და კონტროლი
** კლიენტების გადახდებთან, ხელშეკრულებებთან და ა.შ. დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და გაგზავნა
** ყოველდღიური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფასს და საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად
** საბანკო ამონაწერების განთავსება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში
** ხელფასის გამოთვლაში მონაწილეობა
** შესყიდვების ასახვა
** მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

თქვენს შესახებ:

** ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს:
** დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** Excel-ის კარგი ცოდნა
** IFRS სტანდარტების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** ACCA-ს რამდენიმე წიგნის ჩათვლა (ჩაითვლება უპირატესობად)

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ამ პოზიციაზე განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი 2, 000 - 2, 500 ლარია (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
** ჩვენ ასევე გთავაზობთ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს

ჩვენთან მუშაობის სხვა ბენეფიტები:

** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი ისტორიულ შენობაში
** პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო
** ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი
** კომფორტულად მუშაობის ყველა პირობა და უგემრიელესი ყავა ოფისში
** კორპორატიული და სხვადასხვა ღონისძიებები

შემდეგი ნაბიჯი თქვენზეა

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტით: vacancy@homer.ge.

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

"Homer"-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!

შპს ჰოუმერ გრუპი, (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩხეიძის ქუჩა, N 3; ქალაქი თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N 1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს ჰოუმერ გრუპი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპმა თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |