jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური მონიტორინგისა და ანგარიშგების მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას - ფინანსური მონიტორინგისა და ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - შესაბამისობის დეპარტამენტი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების, ტრანზაქციების და გარიგებების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
** სამუშაო პროგრამებში განსაზღვრული კლიენტების მონიტორინგი, დროული და შესაბამისი რეაგირება;
** ბანკის საოპერაციო დღეში არსებული ტრანზაქციების შესწავლა და მონიტორინგი მათ შორის სანქციების კუთხით;
** კორესპონდენტი ბანკებისაგან შემოსული ტრანზაქციების შესახებ მოთხოვნებზე/კითხვებზე პასუხების მომზადება და გადაცემა;
** FATCA, CRS კუთხით ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
** საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული შეზღუდვების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, ეკონომიკის, კომპიუტერული მეცნიერებების ან მათთან დაკავშირებულ სფეროში);
** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო/საფინანსო სფეროში, AML/CFT-ის მიმართულებით;
** სასურველია საკორესპონდენტო ბანკების მიერ ტრანზაქციების ანალიზის მონიტორინგის გამოცდილება
** AML/CFT კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების და მითითებების ცოდნა
** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, PowerPoint)
** ენები: ქართული, ინგლისური

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველი:

** ACAMS სერფიფიკატები;
** ანგარიშგების (რეპორტის) შედგენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.


სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

** ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნება;
** დიდი მოცულობის ინფორმაციის შეზღუდულ დროში დამუშავების და გაანალიზების უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადება (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |