ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს იურიდიულ პირებს კვებითი მომსახურების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
მომსახურების მიზანი:
პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში ტრენინგებისა და შეხვედრებისთვის კვებითი მომსახურების შესყიდვა (ლანჩი, ყავის შესვენება).
პროდუქტების ჩამონათვალი:
** წყალი, ნატურალური წვენი და მინერალური სასმელები;
** ორცხობილა და არა-მალფუჭებადი ნამცხვრები;
** ჩაი, ყავა და შაქარი;
** ერთჯერადი ჭიქები, ჩანგლები, დანები და კოვზები, თეფშები;
** ცომეული (ლობიანი, ხაჭაპური, ღვეზელი და ა.შ);
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი,
ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის "ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობის შესახებ რეესტრიდან";
** ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
** "საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები" (HACCP) სისტემის დანერგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** პროდუქციის ჩამონათვალი/ მენიუ შესაბამისი ფასებით.
** ფასის განაცხადი: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით, დღგ-ს გარეშე.
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შემდეგ, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, ნულოვანი ანგარიშ-ფაქტურა) არაუგვიანეს 5 დღისა.
შემოთავაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე.
წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
** წარმოდგენილი დოკუმენტაცია - 10%
** პროდუქციის ხარისხი - 45%
** ფასი - 45%
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 9 იანვარი, 17:00 საათი.
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ: ტენდერი კვებითი მომსახურების შესყიდვისთვის.