ავტო-სათადარიგო ნაწილების საერთაშორისო იმპორტიორი კომპანია შპს "GPWay" (https://gp-way.com) აცხადებს ვაკანსიას თბილისში საცალო/საბითუმო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს საცალო გაყიდვების ენერგიულ მენეჯერს, ჩინური სატვირთო მანქანების (HOWO, SHACMAN) სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების აქტიური გაყიდვების განვითარებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან მუშაობა - ავტო ნაწილებისა და სახარჯი მასალების სწრაფი და სწორი შერჩევა, კლიენტების სატელეფონო კონსულტაცია, შეკვეთების მიღება, შეკვეთების შესრულების მონიტორინგი.
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** საქონლის მიღება სასაწყობო მაღაზიაში კომპანიის მიერ აღიარებული სააღრიცხვო დოკუმენტის საფუძველზე;
** საქონლის მიღება, დათვლა, რაოდენობის და ხარვეზების შემოწმება, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვით;
** პროგრესის და შედეგების პერიოდული განხილვა და ანგარიშგება;
** უშუალო ხელმძღვანელის და კომპეტენციის ფარგლებში სხვა უფლებამოსილი პირების მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი
** მისასალმებელია გამოცდილება სატვირთო მანქანების ან სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილების გაყიდვაში;
** ასაკი 23-45 წელი
** მივესალმებით განათლებას, ტექნიკური, გაყიდვების ან ფინანსური მიმართულებით
** საოფისე პროგრამების (MS Office) სავალდებულო ცოდნა
** მისასალმებელია 1C-ის ცოდნა;
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
** გამოცდილება ავტონაწილების გაყიდვაში ჩაითვლება უპირატესობად
** მივესალმებით B2B და ცივი გაყიდვების ცოდნას
** მივესალმებით სალაპარაკო რუსული ენის ცოდნას
** მონდომება, თანმიმდევრულობა, ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები:
** ხელფასი: 1500 ლარი + % გაყიდვებიდან
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი - სრული. შაბათი-ნაწილობრივი
** გაფორმება საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით
** ხელფასის გადახდა დაყოვნების გარეშე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: a.shainidze@wayteko.com. გთხოვთ თემაში მიუთითოთ: ვაკანსია: "გაყიდვების მენეჯერი".
შ.პ.ს. "GPWay" გისურვებთ წარმატებას!