სამედიცინო დაწესებულება შპს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგიის (ექოსკოპიის) კაბინეტში დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 05:30 საათამდე. თვეში 2 შაბათი დღე ნახევარ განაკვეთზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტის მეშვეობით: hera2011hr@gmail.com ელ.ფოსტის სათაურის ველში (SUBJECT) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელ პოზიციაზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 032- 2 22-16-18 ; 599 262 003 ან მოგვწერეთ "ჰერა 2011"-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.