jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: მილლენნიუმ გრუპ სიენქეი
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "მილლენნიუმ გრუპ სიენქეი" არის გამოჩენილი საბროკერო ფირმა, რომელიც სპეციალიზებულია უძრავი ქონების ტრანზაქციებზე და უჭირავს წამყვანი პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე.

კომპანია ამჟამად ეძებს ბუღალტრის ასისტენტს.

სამუშაო პირობები:

8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე
ანაზღაურება: 2-3 თვე გამოსაცდელი პერიოდი 1200 ლარი (ე.წ., ხელზე ასაღები თანხა); აყვანის შემთხვევაში 1500 ლარი (ე.წ., ხელზე ასაღები თანხა).
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, დ. გულიას ქ. #4.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდვების/რეალიზაციების/წარმოების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი მისი პროგრამული ასახვა და შენახვა/დაარქივება;
** ტრანზაქციების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება.
** სასაქონლო ზედნადებების და საფ-ების ატვირთვა ელექტრონულ საიტზე rs.ge;
** რს-ზე მიღებული ზედნადებების, საფ-ების და სხვა შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ბუღალტრული დამუშავება;
** საქონლისა და მომსახურების მომწოდებლისგან მიღებული დოკუმენტაციის მოძიება, დაკომპლექტება, რს-თან შესაბამისობის დადგენა და დამუშავება
** ანგარიშსწორება კონტრაგენტებთან, ურთიერთშედარებები კონტრაგენტებთან;
** იჯარების აღრიცხვა, მათი სტატუსების შემოწმება, დასაკავებელი თანხების განსაზღვრა, შესაბამისი საფ-ების დადასტურება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა და მომზადება არქივში გადასაცემად შესაბამისი წესით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
** ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2/C1 დონეზე) სავალდებულოა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
** ძლიერი ანალიტიკური და ანგარიშგების უნარი
** დედლაინების დაცვის შესაძლებლობა

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და მიმზიდველ სამუშაო გარემოს,
** ჯანმრთელობის დაზღვევას,
** განვითარების შესაძლებლობებს და მაღალი სტანდარტების სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@cnkmillennium.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეზიუმე გამოგზავნეთ ინგლისურ ენაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში "მონაცემები") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის შიგნით თქვენი კანდიდატურის შეფასების მიზნით. მონაცემთა დამუშავება განხორციელდება არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, მოიცავს მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორიცაა შეგროვება, მოძიება, შენახვა და ა.შ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |