jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი: Georgian Bus
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

კომპანია "ჯორჯიან ბასი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით შემომავალი მოთხოვნის დამუშავება (ფასგათვლა და შეთავაზების გაკეთება);
** დამკვეთებთან და მძღოლებთან კომუნიკაცია;
** ქუთაისის აეროპორტში ფრენების განრიგის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფა და მათი განრიგის შედგენა;
** მძღოლების და გამცილებლების გაფრთხილება;
** სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა;
** მინდობილობების, ტექ. დათვალიერებისა, ჯარიმების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;
** კილომეტრაჟის, საწვავის, ნამუშევარი საათების აღრიცხვა და ექსელის ფაილში შეტანა.

უნარები/კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ენა:

** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** საბაზისო ექსელის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება, ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას კომპანიის სპეციფიკის გასაცნობად. ელ.მეილი: office@georgianbus.com
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ტრანსპორტის განყოფილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |