ამერიკული ავეჯის შოურუმების ქსელი "ეშლი ჰოუმი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ.თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება ერთიან სააღრიცხვო ბაზასა და ბუღალტრულ პროგრამაში
** დებიტორ კრედიტორული დავალიანების ყოველდღიური კონტროლი
** ინვოისინგი
** დეკლარაციების მომზადება
** საბანკო გადარიცხვები
** თვის/ფინანსური წლის დახურვის საჭირო ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო სტრუქტურასთან ურთიერთობა
** ფინანსური რეპორტინგის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მათემატიკის, ფიზიკის, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
** სასურველია აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული სერტიფიცირება (ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსები);
** 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; (სასურველია);
** საგადასახადო კოდექსის და შრომითი კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sopho@ashleyhome.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 იანვარი
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.