"Neuro Synergy Hub" - მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი (გივი ჟვანიას 9, ყოფილი ლუბლიანას 21) "მენტალური ჰარმონია, გუნდური სინერგიით"
ჩვენს შესახებ:
"Neuro Synergy Hub" არის მულტიდისციპლინარული ცენტრი, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებსა და ნეიროფარმაკოლოგებს. ჩვენი მისიაა ინდივიდუალური და გუნდური მიდგომის მეშვეობით უზრუნველვყოთ პაციენტების მენტალური და ემოციური კეთილდღეობა.
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ პროფესიონალ ფსიქოლოგს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენთან თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ მრავალფეროვან და პროფესიონალურ გარემოში, სადაც ყველა წევრი მიზნად ისახავს პაციენტების სრულყოფილ მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
** ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა პაციენტებისთვის.
** მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებთან თანამშრომლობა (ფსიქიატრები, ნეირო-ფარმაკოლოგები).
** პაციენტების საჭიროებების შეფასება და ინდივიდუალური თერაპიული გეგმების შემუშავება.
** ჯგუფური თერაპიის ჩატარება
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის სფეროში (მაგისტრის ხარისხი სასურველია).
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** კომუნიკაციის და ემპათიის უნარი.
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.
** ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.
** განვითარების შესაძლებლობები და პროფესიული ტრენინგები.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
** კონკურენტული ანაზღაურება.
როგორ უნდა გააგზავნოთ განაცხადი:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: jorbenadze@yahoo.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.01.2025
მოვიწვევთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც შეესაბამებიან ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და ერთად შევქმნათ სინერგია!