jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / განცხადების ვადა: 7 იანვარი

"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამცხე-ჯავახეთში პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

პროექტის სახელწოდებაა: Outsourcing Social Services in Georgia - strong CSOs for Quality Services

მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" 2019 წელს დაარსდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ორგანიზაცია 2008 წლიდან ოპერირებდა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - თელავი, ყვარელი და გურჯაანი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს სამხარეო განვითარების პროგრამა.

ცენტრის მისიაა - კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ: ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, გაეცნოთ განაცხადში მიმაგრებულ დოკუმენტს.

განაცხადი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: mariam_glakhoshvili@kadc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "სამცხე-ჯავახეთი - პროექტის კოორდინატორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 7 იანვარი, 18:00 საათი.

"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |