jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია ტექნიკური მიმართულებები.
** ფლობდეს მოქმედ ლიცენზიას (სერტიფიკატს).
** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ელექტროტექნიკური ნორმებისა და რეგულაციების კარგად ცოდნა;
** ელექტრო მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარი;
** საინჟინრო ნახაზების, სქემებისა და მომსახურების სახელმძღვანელოების გამოყენების შესაძლებლობა პრობლემების აღმოსაფხვრელად;
** ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ქართული ენის გამართულად ფლობა, ინგლისური ან რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სამონტაჟო, საიზოლაციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** განახორციელოს სხვადასხვა სახის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და სისტემების ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და ტესტირება;
** ფლობდეს ხარვეზების აღმოჩენისა და მათი აღმოფხვრის უნარ-ჩვევებს;
** იცოდეს ელექტრო აღჭურვილობის პრევენციული მოვლა-პატრონობა;

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |