კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "Vestel"-ის ბრენდის საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე სათავო ოფისში
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ 156, ვესტელის სათავო ოფისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30;
სტაჟირება: 2 დღე (არაანაზღაურებადი);
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 850 ლარი (ორი თვე გამოსაცდელი პერიოდით), ორი თვის შემდგომ 1000 ლარი ხელზე ასაღები თანხა, რომელსაც გამოაკლდება 2 % საპენსიო ფონდის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის, აღრიცხვა და გადამისამართება;
** სტუმრების მიღება, შეხვედრების ორგანიზება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ტაქსის გამოძახება, ბილეთების და სასტუმრო ჯავშნების გაკეთება და სხვა);
** სამეურნეო შეკვეთის შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება
** სასურველია თურქული ან/ ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია, B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
ბენეფიტები:
** გთავაზობთ გუნდურ გარემოს;
** "ვესტელის" და "მანამოს" პროდუქციაზე თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფასდაკლებებს;
** თურქული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას;
** მუდმივ ხელშეწყობას კარიერული და პიროვნული ზრდისთვის;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@mateks.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების დროს შემოწმდება კანდიდატის უცხო ენების ცოდნის დონე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.