jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: ჰოსპიტალური მენეჯმენტისა და კლინიკური აუდიტის ჯფუფი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"ჰოსპიტალური მენეჯმენტისა და კლინიკური აუდიტის ჯფუფი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რეგიონები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00 სთ

მოვალეობები:

** პერსონალური მონაცემების მართვის სტრატეგიული დოკუმენტის/ინსტრუქციის მომზადება;
** დამკვეთის რელევანტური დასაქმებულებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მოთხოვნების, საუკეთესო პრაქტიკის, სამუშაო სპეციფიკისა და სხვა დეტალების ტრენინგის სახით გაზიარება;
** პერსონალური მონაცემების გამოთხოვის, მიმართვის და ინფორმაციის მიწოდების შესახებ განცხადებების ფორმების მომზადება;
** კომპანიის კლიენტებთან და დასაქმებულებთან არსებული ხელშეკრულებების მორგება/ცვლილება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალ კანონთან;
** კონსულტაციები მონაცემების შენახვა/დაცვა/დამუშავებასთან დაკავშირებით;
** სპეციალური მეილის ყოველდღიური მართვა რომელზეც პირდაპირ შევა განცხადება/პრეტენზიები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.
** კომპანიაში შემოსული განცხადებების/პრეტენზიების ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hmcagr@gmail.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |