jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: კონსილიუმ მედულა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 900 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, შემოსული პაციენტებისა და ვიზიტორების მიღება;
** პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის რეგისტრაცია პროგრამაში და შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;

ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა, კერძოდ:

** საგარანტიოების გააქტიურება;
** შესაბამისი ინფორმაციის პორტალზე ატვირთვა.

დარეგისტრირებული ან/და დაურეგისტრირებელი პაციენტის შესაბამის ექიმებთან ჩაწერის უზრუნველყოფა:

** რეგისტრაციისას ჩაუწერელი/დაურეგისტრირებელი პაციენტისთვის ექიმის თავისუფალი დროის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** ჩაწერილი/დარეგისტრირებული პაციენტისთვის რელევანტურ დროს გადამისამართება.
** ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა Accuracy Med-ში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 13 თებერვლამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |