ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი "შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** სამუშაო გარემოს მოწესრიგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: ბარნოვის ფილიალი: 73 ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი, საქართველო.
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (28 საათი); სამშაბათი, ოთხშაბათი - 16:30-21:00; პარასკევი - 10:00-15:30; შაბათი, კვირა - 15:30-21:00
** ანაზღაურება - 700 ლარი
** სიონის ფილიალი: ქ. თბილისი, ძველი თბილისი, სიონის 8 (შარდენის მიმდებარე ტერიტორია)
** სამუშაო გრაფიკი: არასრული (33 საათი)
** სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 11:00-20:00; ხუთშაბათი - 11:00-17:00
დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო, პოზიტიური მომხმარებლები.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: info@chocotella.ge.
გთხოვთ მიუთითოთ სასურველი ფილიალის დასახელება.